ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო
კ ო ნ ფ ე რ ე ნ ც ი ე ბ ი
"ეკონომიკა – XXI საუკუნე"
|
|
|
|
∘ იური ანანიაშვილი ∘ ლია თოთლაძე ∘ მამუკა ხუსკივაძე ∘ აგლომერაციული ეფექტები და თბილისის ურბანული ტრანსფორმაციის თავისებურებები: პოლიცენტრული განვითარების გამოწვევები ანოტაცია. თანამედროვე ეკონომიკური განვითარების პროცესში ურბანიზაცია სტრუქტურული ტრანსფორმაციისა და პროდუქტიულობის ზრდის საფუძველია. სტატიაში გაანალიზებულია თბილისის ურბანული ტრანსფორმაციისა და აგლომერაციის ეკონომიკის თავისებურებები პოსტკომუნისტური განვითარების დინამიკის კონტექსტში; განხილულია სივრცითი ეკონომიკის ფუნდამენტური თეორიული კონცეფციები, 2026-10-19 ∘ გივი ბედიანაშვილი ∘ მაკროსისტემიდან ინდივიდამდე: სოციალურ-ეკონომიკური უსაფრთხოების ფორმირების ფაქტორები მზარდი გაურკვევლობის და გეოპოლიტიკური ფრაგმენტაციის პირობებში ანოტაცია.თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკის გარდაქმნამ სოციალურ-ეკონომიკური უსაფრთხოება ერთდროულად ეროვნული მდგრადობისა და ადამიანის ღირსეული ცხოვრების ცენტრალურ წინაპირობად აქცია. გეოპოლიტიკური დაძაბულობა, წარმოებისა და ვაჭრობის ქსელების ფრაგმენტაცია, ფინანსური რყევები, ტექნოლოგიური ცვლილების დაჩქარება და ბუნებრივი რესურსებისადმი მზარდი წნეხი ქმნის 2026-10-19 ∘ ნაზირა კაკულია ∘ ცირკულარული ეკონომიკის ციფრული ტრანსფორმაცია: თანამედროვე მიდგომები და განვითარების პერსპექტივები ანოტაცია. ცირკულარული ეკონომიკის ციფრული ტრანსფორმაცია თანამედროვე მდგრადი განვითარების ერთ-ერთ სწრაფად მზარდ მიმართულებას წარმოადგენს. სტატიაში განხილულია როგორ გარდაქმნის ხელოვნური ინტელექტი (AI), დიდი მონაცემები და ანალიტიკა, ბლოკჩეინი, ციფრული ტყუპები რესურსების მართვას. სტატია გვთავაზობს საქართველოსთვის ეტაპობრივი განვითარების მოდელს, რომელიც აერთიანებს 2026-10-19 ∘ მურმან კვარაცხელია ∘ საქართველოს სოციალური უსაფრთხოების გამოწვევები: თანამედროვე რეალობა, სისტემური პრობლემები და განვითარების პერსპექტივები ანოტაცია. წინამდებარე სამეცნიერო სტატიაში განხილულია თანამედროვე საქართველოს სოციალური უსაფრთხოების სისტემის წინაშე არსებული ძირითადი გამოწვევები, სისტემური პრობლემები და მათი დაძლევის შესაძლო გზები. კვლევის მიზანია შეაფასოს არსებული სოციალური პოლიტიკის ეფექტიანობა ქვეყნის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური რისკებისგან დაცვის კუთხით. ნაშრომში გამოყენებულია 2026-10-19 ∘ თეა ლაზარაშვილი ∘ თეიმურაზ გოგოხია ∘ სიღარიბის პრობლემა და მისი გადაწყვეტის გზები თანამედროვე მსოფლიოში ანოტაცია. სიღარიბის პრობლემა უძველესი დროიდან აწუხებდა კაცობრიობას. მიუხედავად ამისა, კაცობრიობამ ვერ შეძლო გადაჭრა და რა პარადოქსულიც არ უნდა იყოს, სიღარიბე რჩება ყველა საზოგადოების განუყოფელი ნაწილი. სიღარიბისა და უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლა ყველა სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. დღევანდლამდე არ არსებობს ერთიანი პოლიტიკა 2026-10-19 ∘ ავთანდილ სილაგაძე ∘ გლობალური ეკონომიკის თანამედროვე ტენდენციები ანოტაცია. ნაშრომში განხილულია 21-ე საუკუნის პირველ მეოთხედში მიმდინარე გლობალური ეკონომიკური ტრანსფორმაციები. ავტორი აანალიზებს აშშ-ის, ჩინეთისა და ევროკავშირის ეკონომიკურ პოლიტიკას პოსტპანდემიურ პერიოდში, ფოკუსირდება სტრუქტურულ ცვლილებებსა და გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე. ნაშრომში ასევე შეფასებულია საქართველოს როლი გლობალურ მიწოდების ჯაჭვებში და მისი ეკონომიკური 2026-10-19 ∘ ავთანდილ სულაბერიძე ∘ იოსებ არჩვაძე ∘ ვლადიმერ სულაბერიძე ∘ დემოგრაფიული პროცესების კანონზომიერებანი და თავისებურებები პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში ანოტაცია. საბჭოთა კაშირის დაშლამ და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლამ არსებითი გავლენა მოახდინა არა მარტო პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ეკონომიკის სტრუქტურასა და დინამიკაზე, არამედ ყველა მათგანში განვითარებულ დემოგრაფიულ პროცესებზე. განვლილი ათწლეულების მანძილზე არსებითად განსხვავებული ფორმა მიიღო ამ ქვეყნების დემოგრაფიულმა სტრუქტურამ, ქცევამ, დინამიკამ არა მარტო 2026-10-19 ∘ რევაზ ჯავახიშვილი ∘ საქართველოს საგარეო ვაჭრობის განვითარების ძირითადი ტენდენციები და გამოწვევები გლობალიზაციის თანამედროვე ეტაპზე ანოტაცია. სტატიაში სათანადო ლიტერატურული და სტატისტიკური მასალის შესწავლისა და დამუშავების საფუძველზე გაანალიზებულია საქართველოს საგარეო ვაჭრობის განვითარების ძირითადი მაჩვენებლები − საქონელბრუნვის, ექსპორტ-იმპორტის დინამიკის, მათი თანაფარდობის, სასაქონლო სტრუქტურის, სავაჭრო სალდოსა და ექსპორტით იმპორტის გადაფარვის მონაცემები. ჩატარებული კვლევის შედეგად, 2026-10-19 ∘ ხათუნა ბერიშვილი ∘ ელექტრონული ბიზნესის განვითარების ტენდენციები და გამოწვევები საქართველოში ანოტაცია. გლობალურ ეკონომიკურ სისტემაში ციფრული ტექნოლოგიების ინტენსიურმა დანერგვამ ბიზნესპროცესებისა და კომერციული ურთიერთობების ტრადიციული მოდელები ფუნდამენტურად შეცვალა. დღესდღეობით ელექტრონული კომერცია აღარ წარმოადგენს მხოლოდ ვაჭრობის დამატებით საშუალებას, არამედ იგი ბაზარზე კომპანიების პოზიციონირებისა და გრძელვადიანი კონკურენტუნარიანობის შენარჩუნების 2026-10-19 ∘ ნუგზარ თოდუა ∘ თათია ბრეგვაძე ∘ ინოვაციიდან შეძენის განზრახვამდე: ქართველი მომხმარებლების დამოკიდებულება ინოვაციური აგროპროდუქტების მიმართ ანოტაცია. კვლევის მიზანია საქართველოში ინოვაციური აგროპროდუქტების მიმართ მომხმარებელთა დამოკიდებულების განმსაზღვრელი ფაქტორების გამოვლენა და დამოკიდებულების კავშირის შეფასება შეძენის განზრახვასთან. კვლევა ეფუძნება 607 მომხმარებლის ონლაინ გამოკითხვას; გამოყენებულია ფაქტორული, სანდოობის, კორელაციური და იერარქიული რეგრესიული ანალიზები. შედეგების მიხედვით, 2026-10-19 ∘ ნუგზარ თოდუა ∘ გიორგი ღვალაძე ∘ ემოციური რეაქციების მედიატორული როლი მომხმარებელთა მყიდველობით განზრახვაზე სენსორული მარკეტინგის გავლენის პროცესში ანოტაცია. ნაშრომის მიზანია საქართველოში საცალო ვაჭრობის სექტორში სენსორული მარკეტინგის გავლენის შესწავლა მომხმარებელთა მყიდველობით განზრახვაზე და ამ პროცესში მომხმარებელთა ემოციური რეაქციების მედიაციური როლის გამოვლენა. კვლევის თეორიულ საფუძველს წარმოადგენს სტიმული-ორგანიზმი-რეაქციის S-O-R (Stimulus-Organism-Responses) მოდელი, რომლის მიხედვითაც გარემოს სენსორული სტიმულები გავლენას 2026-10-19 ∘ ეთერ კაკულია ∘ ნანა ბიბილაშვილი ∘ თამარ თაფლაძე ∘ მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემები ანოტაცია. წარმოდგენილ სტატიაში განხილულია ის საკითხები, რომლებიც აფერხებს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესiს ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობას, ხელს უშლის მათ დაფინანსების მოპოვებაში. ამ ფაქტორების დეტალურად განსახილველად ჩავატარეთ კვლევა, ერთეულ მცირე და საშუალო ბიზნესში ქართლის და კახეთის რეგიონებში. კვლევის მონაცემები მოპოვებულია რესპონდენტებთან 2026-10-19 ∘ ქეთევან კიწმარიშვილი ∘ დროის მენეჯმენტის განვითარების ისტორია ანოტაცია. თანამედროვე ბიზნესმენის, სტარტაპერისა თუ მენეჯერის წარმა-ტებული პრო¬ფე¬¬¬სიული საქმიანობისთვის დროის ეფექტური მართვა ერთ-ერთი ყვე-ლაზე აუცილე¬ბელი პირობაა. დროის მენეჯმენტის „დაბადების“ ზუსტი თარიღი უცნობია და ამჯერადაც არავის გაუჟღერებია ინფორმაცია: „დღეს მე ჩამოვაყალიბე დროის მენეჯმენტის საფუ¬ძვლები“. პირველად დროის მართვის მცდელობების 2026-10-19 ∘ ილია (აზიკო) სისვაძე ∘ ცოდნა, როგორც ეკონომიკის კატეგორია და საზოგადოებრივ-ეკონომიკური პროგრესის საფუძველი ანოტაცია. ნაშრომში სისტემურადაა გამოკვლეული ცოდნის კატეგორიის ეკონომიკური ასპექტები: მისი, როგორც ეკონომიკის კატეგორიის ბუნება და არსებითი ნიშნები, დამოკიდებულება მონათესავე ეკონომიკურ მოვლენებთან და კატეგორიებთან, კლასიფიცირებულია ცოდნის ფორმები და სპეციფიკური ფუნქციები, დადგენილია მიზეზ-შედეგობრივი კავშირები ეკონომიკის კანონებისა და კატეგორიების 2026-10-19 ∘ ფატი შენგელია ∘ ემოციური ინტელექტი და ლიდერობა ანოტაცია. სტატია განიხილავს ემოციური ინტელექტის როლს ლიდერის საქმიანობაში. დანიელ გოლემანის თეორიაზე დაყრდნობით გაანალიზებულია ემოციური ინტელექტის ხუთი ძირითადი კომპონენტი − თვითცნობიერება, თვითრეგულაცია, თვითმოტივაცია, ემპათია და სოციალური უნარი, მათი გავლენა გუნდის მართვაზე, კონფლიქტების მოგვარებასა და თანამშრომელთა შენარჩუნებაზე. ცალკეა განხილული ჯგუფური 2026-10-19 ∘ მარინე ცუცქირიძე ∘ მცირე და საშუალო მეწარმეობის როლი საქართველოს ეკონომიკურ უსაფრთხოებაში თანამედროვე ეტაპზე ანოტაცია. თანამედროვე საბაზრო გარდაქმნების ვითარებაში ეკონომიკური უსაფრთხოების განმტკიცება საქართველოში დამოკიდებულია მეწარმეობის განვითარების შესაძლებლობებზე, ძირითადად მისი საწარმოო და საბაზრო რესურსების არსებობაზე, მეწარმეობის სისტემების ჩამოყალიბება საქართველოში მისი ეკონომიკური და სოციალური განვითარების აუცილებელ წინაპირობას და ინტეგრაციული 2026-10-21 ∘ ზურაბ წერეთელი ∘ ეკონომიკური ეფექტიანობის გამოწვევა: მიკროეკონომიკური პრობლემები და საბაზრო ჩავარდნების დაძლევის მექანიზმები ქართულ რეალობაში ანოტაცია. წარმოდგენილ სამეცნიერო სტატიაში დეტალურად არის განხილული და გაანალიზებული თანამედროვე საბაზრო ეკონომიკური სისტემის ფუნდამენტური მიკროეკონომიკური პრობლემები, რომელთა იგნორირებაც იწვევს რესურსების არაეფექტურ განაწილებას და, შესაბამისად, ე.წ. „საბაზრო ჩავარდნებს“ (Market Failures). ასევე დეტალურად არის გაანალიზებული საბაზრო ეკონომიკის ფუნდამენტური თეორიული და 2026-10-19 ∘ ქეთევან ჭიაბრიშვილი ∘ შალვა კვეზერელი ∘ რუსუდან დალაქიშვილი ∘ ESG მენეჯმენტი საქართველოში: მდგრადი განვითარებიდან მდგრად კონკურენტუნარიანობამდე ანოტაცია. თანამედროვე ორგანიზაციების საქმიანობაში მდგრადი განვითარების, სოციალური პასუხისმგებლობის, გარემოსდაცვითი უსაფრთხოებისა და ეფექტიანი კორპორაციული მმართველობის საკითხები სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. აღნიშნული ცვლილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულებაა ESG-ის, - გარემოსდაცვითი (Environmental), სოციალური (Social) და მმართველობითი (Governance) ფაქტორების ინტეგრირება 2026-10-19 ∘ გიორგი ხარშილაძე ∘ სტრატეგიული პარადოქსები პლატფორმულ ეკონომიკაში: იძულებითი კოოპეტიცია და ორგანიზაციული ტრანსფორმაცია ანოტაცია. წინამდებარე ნაშრომი აანალიზებს გლობალური ციფრული პლატფორმების ჰეგემონიის პირობებში წარმოშობილ სტრატეგიულ პარადოქსებს, კერძოდ — იძულებითი კოოპეტიციის ფენომენს. კვლევის ფარგლებში ხდება სტრატეგიული მენეჯმენტის კლასიკური თეორიების (მაიკლ პორტერის ხუთი კონკურენტული ძალის მოდელი და რესურსებზე დაფუძნებული ხედვა - RBV) დეკონსტრუქცია და მათი შეზღუდვების ჩვენება 2026-10-19 ∘ გიორგი ბრეგვაძე ∘ ლინა დათუნაშვილი ∘ უმუშევრობა და დასაქმება საქართველოში ანოტაცია. სტატიაში განხილულია საქართველოს შრომის ბაზრის მდგომარეობა 2026 წლის პირველი კვარტლის მონაცემების საფუძველზე, შედარებული 2021–2025 წლების შესაბამის მაჩვენებლებთან. ნაშრომში ნაჩვენებია, რომ საქართველოში უმუშევრობის დონემ ბოლო ხუთწლიან პერიოდში თანმიმდევრული კლება განიცადა — 2021 წლის 20,6 პროცენტიდან 2026 წლის პირველი კვარტლისთვის 14,4 პროცენტამდე — რაც ეკონომიკური 2026-10-19 ∘ მაია გოგოხია ∘ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების განვითარების თანამედროვე ტენდენციები ანოტაცია. მიკროდაფინანსების პოტენციური შესაძლებლობების ადეკვატური განსაზღვრა და ფუნქციონირების ეფექტიანი მიმართულებების დადგენა, დიდადაა დამოკიდებული ფინანსური მომსახურების მომხმარებლებისა და გამყიდველების ქცევაზე. 2006 წლიდან, მას შემდეგ, რაც მიღებულ იქნა კანონი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ, მიკროსაფინანსო სექტორი დინამიკურად ვითარდება საქართველოშიც. 2026-10-19 ∘ ლია დვალიშვილი ∘ სოფიო დავითაშვილი ∘ სასურსათო უზრუნველყოფა - ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების განმაპირობებელი ერთ-ერთი ფაქტორი ანოტაცია. ნაშრომი ვრცლად ეხება ქვეყნისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სოციალურ-ეკონომიკურ საკითხს − სასურსათო უზრუნველყოფასა და სასურსათო უსაფრთხოებას, თანამედროვე ეტაპზე არსებული გამოწვევების ფონზე აღნიშნული თემის მნიშვნელობასა და აქტუალობას როგორც გლობალურად, ისე ლოკალურად, გლობალური გამოწვევების (მოსახლეობის სწრაფი ზრდა, ბუნებრივი რესურსების დეფიციტი, კლიმატის 2026-10-19 ∘ ციცინო თეთრაული ∘ ტექნოლოგიების გავლენა ღარიბი ქვეყნების ეკონომიკაზე ანოტაცია. ნაშრომში განხილულია მსოფლიოს ქვეყნების ეკონომიკური განვითარების უთანაბრობა, გაშუქებულია საყოველთაოდ აღიარებული ის თეორიები და ჰიპოთეზები რაც დამახასიათებელია ღარიბი ქვეყნებისთვის, განხილული თანამედროვე ტექნოლოგიების როლი ეკონომიკის განვითარებაში და მოსალოდნელი გამოწვევები, დახასიათებულია მდიდარი და ღარიბი ქვეყნების დამოკიდებულება ტექნოლოგიების 2026-10-19 ∘ დალი მაგრაქველიძე ∘ საქართველოს და მსოფლიოს ეკონომიკა: რეალობა და გამოწვევები ანოტაცია. თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკა ხასიათდება სწრაფი ტექნოლოგიური პროგრესით, გლობალიზაციის ახალი ტენდენციებით, რეგიონული ინტეგრაციის გაღრმავებითა და გეოპოლიტიკური ცვლილებებით. აღნიშნულ პროცესებში საქართველოს ადგილი განისაზღვრება როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატრანზიტო ქვეყნის, ასევე განვითარებადი ღია ეკონომიკის სტატუსით. ნაშრომში 2026-10-19 ∘ ზურაბ ნოზაძე ∘ ეკონომიკური პრობლემები მსოფლიო და ეროვნულ დონეზე და მისი გაუმჯობესების საკითხები ანოტაცია. სტატიაში განხილულია ეკონომიკის განვითარების არსებული მდგომარეობას. ეროვნულ და გლობალურ მასშტაბში. მოცემულია კონკრეტული წინადადებების და ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც უფრო გააუმჯობესებს ეკონომიკურ განვითარებას და ხელს შეუწყობს ადამიანთა ცხოვრების დონის განუხრელ ამაღლებას და კეთილდღეობას. საკვანძო სიტყვები: გლობალური ეკონომიკური დონეები, 2026-10-19 ∘ მარიამ ქეშელაშვილი ∘ აკვაკულტურა, როგორც წყალზე დაფუძნებული ეკონომიკური საქმიანობა ანოტაცია. ნაშრომში განხილულია წყლის რესურსებისა და წყალსაცავების მრავალფუნქციური გამოყენების ეკონომიკური, ეკოლოგიური და მმართველობითი მნიშვნელობა. გაანალიზებულია წყალსაცავების ენერგეტიკული, ირიგაციული, წყალმომარაგების, გარემოსდაცვითი, აკვაკულტურული, ტურისტული და რეკრეაციული ფუნქციები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ფუნქციებს შორის სინერგიებსა და კონფლიქტებს, 2026-10-19 ∘ მალხაზ ჩიქობავა ∘ საკრედიტო ფული და ეკონომიკური კრიზისები ანოტაცია. კაპიტალიზმის თანამედროვე ეკონომიკური სისტემის ძირითადი წინააღმდეგობა მდგომარეობს იმაში, რომ კაპიტალისტის მოგებას და სასესხო საბანკო პროცენტს მიმოქცევიდან ამოაქვს ფულადი მასის ნაწილი, რასაც მივყავართ მომხმარებლებისათვის ფულის ქრონიკულ უკმარისობასთან. ფული უგროვდებათ წარმოების საშუალებათა მესაკუთრეებს და ბანკირებს, რაც იწვევს მომხმარებლებისთვის ფულის 2026-10-19 ∘ ელენე ჩიქოვანი ∘ გიორგი ევგენიძე ∘ „მწვანე“ ეკონომიკის სტატისტიკური ინდიკატორების დამუშავების შესახებ საქართველოში ანოტაცია. სტატია ფოკუსირებულია „მწვანე” ეკონომიკის ინდიკატორების დამუშავების პრობლემებზე საქართველოში. განხილულია „მწვანე“ ეკონომიკის არსი და კონცეფცია, ასევე მისი მნიშვნელობა ეკონომიკის მდგრადი და ინკლუზიური განვითარებისათვის გარემოსდაცვითი ღონისძიებების გათვალისწინებით. მოცემულია „მწვანე“ ეკონომიკის ძირითადი მიმართულებები და სექტორები. გაეროს „2030 2026-10-19 ∘ ვალერი არღუთაშვილი ∘ ცირკულარული ეკონომიკის გამოყენების საზღვრები რეგიონულ ტურიზმში ანოტაცია. სტატიაში გაანალიზებულია ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების გამოყენების შესაძლებლობები რეგიონულ ტურიზმში. შესწავლილია, თუ როგორ შეიძლება აღნიშნულმა მიდგომამ გააძლიეროს რეგიონების ეკონომიკური მდგრადობა და ტურიზმის ტრადიციული, ხაზოვანი მოდელი თანდათანობით გარდაქმნას და დაუკავშიროს რესურსების ინტენსიური მოხმარების, ნარჩენების წარმოქმნისა და გარე 2026-10-19 ∘ მადონა გელაშვილი ∘ მწვანე ეკონომიკის პირობებში ტურიზმის განვითარების შესაძლებლობები და პერსპექტივები ანოტაცია. საქართველოს განვითარების წინაშე არსებული გამოწვევებიდან ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს სწორედ ინკლუზიური და მწვანე ზრდის პოტენციალის ამოქმედება ქვეყანაში, რომელიც უხვადაა დაჯილდოებული კულტურული, ადამიანური და ბუნებრივი რესურსებით, და რომელიც, ინოვაციებით გაძლიერების შემთხვევაში, შეიძლება გახდეს მწვანე ეკონომიკის რეგიონალური ცენტრი. მწვანე 2026-10-19 ∘ რევაზ კვატაშიძე ∘ გელა მაჩაიძე ∘ სოფიო გიგაური ∘ გელა ლობჯანიძე ∘ საქართველოს ენერგეტიკული რესურსების რაციონალური ათვისების პერსპექტივები გლობალური ტენდენციების, ინოვაციური ინფრასტრუქტურის სრულყოფისა და მდგრადი განვითარების პირობებში ანოტაცია. ნაშრომში განხილულია საქართველოს ენერგეტიკული რესურსების (ქვანახშირი, ნავთობი, ბუნებრივი გაზი, ჰიდროენერგეტიკული რესურსები და განახ-ლებადი ენერგიის წყაროები (ქარი, მზე, ბიომასა, გეოთერმული ენერგია) სამრეწველო პოტენციალი, მათი რაციონალური ათვისების ეკონომიკური-ტექნოლოგიური შესაძლებლობები და ინდუსტრიის განვითარების თანამედროვე ძირითადი მიმართუ-ლებები. 2026-10-19 ∘ მედეა მელაშვილი ∘ ნუნუ ქისტაური ∘ ქეთევან ქველაძე ∘ სოციალური ტურიზმის როლი და მნიშვნელობა ზოგადად და კერძოდ საქართველოსთვის ანოტაცია. ნაშრომში განხილულია სოციალური ტურიზმის არსი, მისი განვითარების საერთაშორისო გამოცდილება და მნიშვნელობა სოციალური, ეკონომიკური და რეგიონული განვითარებისათვის. კვლევა ეფუძნება 2020–2025 წლების სტატისტიკურ მონაცემებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებს. გაანალიზებულია სოციალური ტურიზმის თანამედროვე მოდელები, ევროპის ქვეყნების (ესპანეთი, საფრანგეთი, 2026-10-19 ∘ ქეთევან ომანაძე ∘ ჯანდაცვის დაწესებულების იმიჯისა და ბრენდის გავლენა პაციენტის გადაწყვეტილებაზე ანოტაცია. წინამდებარე კვლევა მიზნად ისახავს ჯანდაცვის დაწესებულების იმიჯისა და ბრენდინგის გავლენის შესწავლას პაციენტის გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. თანამედროვე ჯანდაცვის სისტემაში პაციენტი სულ უფრო მეტად აღიქმება როგორც აქტიური მომხმარებელი, რომლის არჩევანი განპირობებულია როგორც რაციონალური, ისე ემოციური და ფსიქოლოგიური ფაქტორებით. ამ კონტექსტში 2026-10-19 ∘ რუსუდან პაპასკირი ∘ გეოპოლიტიკური პროცესების გავლენა საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ანოტაცია. ნაშრომი იკვლევს, თუ რა გავლენას ახდენს საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებაზე თანამედროვე გეოპოლიტიკური პროცესები, გლობალური ბაზარი, საქართველოს აგრარული სექტორის განვითარება გეოპოლიტიკურ კონტექსტში. სტატიის მიზანია ექსპორტ-იმპორტის სტრუქტურის,საერთაშორისო ვაჭრობის,აგრარული სექტორისა და გეოპოლიტიკური ფაქტორების ანალიზი.კვლევაში წარმოჩენილია 2026-10-19 ∘ ნინო ჟორჟიკაშვილი ∘ ჯანდაცვის სისტემის ეკონომიკური და სოციალური გამოწვევები საქართველოში თანამედროვე ეტაპზე ანოტაცია. ჯანმრთელობა ადამიანის ფუნდამენტური უფლება და საზოგადოების განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველია. თანამედროვე მსოფლიოში ჯანდაცვის საკითხები სულ უფრო მეტად უკავშირდება ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს. სახელმწიფოს უსაფრთხოება მხოლოდ სამხედრო თავდაცვისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას აღარ გულისხმობს. ეროვნული უსაფრთხოების თანამედროვე 2026-10-19 ∘ ქეთევან ქველაძე ∘ მედეა მელაშვილი ∘ ნუნუ ქისტაური ∘ ეკოლოგიური ნარჩენები, როგორც ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ანოტაცია. ნაშრომში განხილულია ერთერთი მეტად აქტუალური მნიშვნელობის საკითხი, როგორიცაა ეკოლოგიური ნარჩენების ზრდისა და მათი მართვის თანამედროვე პრობლემების გავლენა ტურიზმის განვითარებაზე გლობალურ და საქართველოს დონეზე. კვლევა ყურადღებას ამახვილებს ტურიზმის ინდუსტრიის მიერ წარმოქმნილ ძირითად ეკონარჩენებზე (პლასტმასი, საკვები, ჩამდინარე და მუნიციპალურ ნარჩენები და 2026-10-19 ∘ ნუნუ ქისტაური ∘ ქეთევან ქველაძე ∘ მედეა მელაშვილი ∘ ტურიზმის გავლენა სოციალურ უსაფრთხოებაზე გეოეკონომიკური ფრაგმენტაციის პირობებში (მსოფლიო ტენდენციები და საქართველო) ანოტაცია. სტატია ეძღვნება ისეთ მნიშვნელოვან პრობლემას, როგორიცაა ტურიზმის გავლენა სოციალურ-ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე გეოეკონომიკური ფრაგმენტაციის პირობებში. კვლევა ეფუძნება 2020–2025 წლების მსოფლიო და საქართველოს სტატისტიკურ მონაცემებს და აანალიზებს ტურიზმის განვითარების დინამიკას გლობალური ეკონომიკური ტრანსფორმაციების, გეოპოლიტიკური დაძაბულობის, 2026-10-19 ∘ ეკა ჩოხელი ∘ დავით ნარმანია ∘ მანანა ხარხელი ∘ ნინო ვარდიაშვილი ∘ მიხეილ მაკასარაშვილი ∘ მიხეილ მაჩიტიძე ∘ თემურ თორდინავა ∘ ენერგო ინფრასტრუქტურის მართვა: არსებული მდგომარეობა და მართვის გამოწვევები საქართველოს ქალაქებში[1] ანოტაცია. ქალაქების მდგრადი განვითარების პირობებში ენერგო¬ინფრა-სტრუქტურის ეფექტიანი მართვა სულ უფრო მეტად განისაზღვრება არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის ტექნიკური მდგომარეობით, არამედ ფინანსური, ადამიანური, ინსტიტუციური და მენეჯერული შესაძლებლობებით. კვლევის მიზანია საქართველოს ქალაქებში ენერგოინფრასტრუქტურის არსებული მდგომარეობისა და მისი მართვის ძირითადი 2026-10-19 ∘ თამარ დოლიძე ∘ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ისტორიული განვითარება და მისი როლი მსოფლიო მეურნეობაში ანოტაცია: სტატიაში დეტალურად არის განხილული მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სტრუქტურა, მისი ფუნქციები და ძირითადი ხასიათის გადაწყვეტილებები. მიღებულ გადაწყვეტი¬ლებათა შორის გამოვყოფთ ურუგვაის რაუნდის საბოლოო აქტს, რომლის თანახმადაც განვითარებად ქვეყნებს ეძლევათ გარკვეული შეღავათები, კერძოდ, საშეღავათო 10-წლიანი პერიოდი, ტარიფების შემცირება საშუალოდ 24% და ა.შ. ასევე 2026-10-19 ∘ ნათია კახნიაშვილი ∘ ხათუნა ბარბაქაძე ∘ ნატო კაკაშვილი ∘ მაია თეთრუაშვილი ∘ ირანის ომი და მისი შესაძლო გავლენა მსოფლიო ეკონომიკურ სტაბილურობასა და ფინანსურ ბაზრებზე ანოტაცია. წინამდებარე ნაშრომი ეხება გლობალურ დონეზე ირანის სამხედრო კონფლიქტის ეკონომიკურ შედეგებს. თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკა გლობალურ ხასიათს ატარებს, რის გამოც რეგიონული სამხედრო დაძაბულობაც ხშირად საერთაშორისო ეკონომიკურ კრიზისში შეიძლება გადაიზარდოს. ირანი წარმოადგენს ენერგორესურსებით მდიდარ სახელმწიფოს, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ნავთობისა 2026-10-19 ∘ გვანცა ერისთავი ∘ საქართველოს დემოგრაფიული პოლიტიკა: არსებული მდგომარეობა, გამოწვევები და პერსპექტივები ანოტაცია. საქართველოს დემოგრაფიული განვითარება ბოლო ათწლეულებში მნიშვნელოვანი სტრუქტურული ცვლილებებით ხასიათდება, მათ შორის შობადობის შემცირებით, ბუნებრივი კლების გაძლიერებით, მოსახლეობის დაბერებითა და საერთაშორისო მიგრაციის მაღალი მერყეობით. აღნიშნული პროცესები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე, შრომის ბაზარზე, ადამიანურ 2026-10-19 ∘ ლელა მენაბდიშვილი ∘ სამუშაო და დედობა ანოტაცია. წარმოდგენილი ნაშრომში განხილულია სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რომელიც სრულად ავტორის მიერ იყო მომზადებული და ჩატარებული. ნაშრომში განხილულია თანამედროვე ყოფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი - სამსახურისა და დედობის ბალანსი. სამეცნიერო ლიტერატურაში და საზოგადოებაში გავრცელებულია სხვადასხვა მოსაზრება: ერთნი ფიქრობენ, რომ ქალთა მასიურმა დასაქმებამ ხელი 2026-10-19 ∘ ნანა მენაბდიშვილი ∘ საქართველოში მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდის თავისებურება ანოტაცია. საქართველოში ახალი XXI საუკუნე მძიმე დემოგრაფიული პრობლემებით დაიწყო. გასული 25 წლის განმავლობაში ქვეყანაში ორი ტალღა იყო ბუნებრივი კლების და მეორე ტალღა დღემდე გრძელდება. თუმცა ბოლო წლებია ქვეყნის მოსახლეობა გაზრდილია. ერთდროულად მოსახლეობის ზრდა და ბუნებრივი კლება აჩვენებს, რომ ზრდა მექანიკურია, ანუ იმიგრანტთა მხრიდანაა. ნაშრომში სტატისტიკურ მონაცემებზე 2026-10-19 ∘ მარიამ ოქრუაშვილი ∘ გიორგი მიქელაძე ∘ ანა ვარამაშვილი ∘ ბავშვთა განვითარებისა და მატერიალური დეპრივაციის ინტეგრირებული სტატისტიკური გამოკვლევის (ISSCDD) მეთოდოლოგიური საფუძვლები[1] ანოტაცია. სტატიაში განხილულია საქართველოში 2027 წელს დაგეგმილი ბავშვთა განვითარებისა და მატერიალური დეპრივაციის ინტეგრირებული სტატისტიკური გამოკვლევის მეთოდოლოგიური საფუძვლები. კვლევის მიზანია საქართველოს შინამეურნეობებში მცხოვრები 0–17 წლის ბავშვების განვითარების, განათლების, აღზრდის მეთოდების, მშობელთა ჩართულობის, შფოთვისა და დეპრესიის სახით გამოხატული 2026-10-19 ∘ დავით ჭელიძე ∘ საქართველოს მოსახლეობის 2024 წლის აღწერის შედეგები: არსებული პრობლემები და მათი დაძლევის ზოგიერთი მიმართულება ანოტაცია. საქართველოს მოსახლეობის 2024 წლის აღწერის პროცესში და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ყოველწლიურ პუბლიკაციებში მოსახლეობის რიცხოვნობის დადგენისას გამოყენებული მეთოდოლოგიური მიდგომების ურთიერთშედარების პარალელურად, ნაშრომის პირველ ნაწილში განხილულია ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი დემოგრაფიული პარამეტრების დინამიკა. საქართველოს მოსახლეობის 2026-10-19 |