English / ქართული / русский /
რამაზ ართმელაძე
ეკონომიკური გლობალიზაცია

ანოტაცია. მსოფლიო ეკონომიკაში გლობალიზაცია სულ უფრო მასშტაბურ ხასიათს იძენს. ეკონომიკური გლობალიზაციის პროცესში ჩართულია სხვადასხვა ქვეყნები, რომლებიც ერთმანეთთან ვაჭრობით და სხვადასხვა შეთანხმებებით დღითი დღე განვითარების ახალ ეტაპზე გადადიან. ეკონომიკურმა გლობალიზაციამ სამყარო ახალ საფეხურზეჶ აიყვანა. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ეკონომიკური გლობალიზაცია _ ეს არის პროცესი, რომელიც უალტერნატივოა. სწორედ ეს ფაქტი მიგვანიშნებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის ცხოვრებაში ეკონომიკური გლობალიზაცია.

საკვანძო სიტყვები: გლობალიზაცია, ეკონომიკური გლობალიზაცია, ტრანსნაციონალური კომპანიები.

შესავალი

გლობალიზაცია არის პროცესი, რომელიც ასახავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების წინაშე წამოჭრილი პრობლემების გადაჭრის ერთიანი გზების ძიებას. ეს შეიძლება იყოს, როგორც ეკოლოგიური, ეკონომიკური, ჯანმრთელობის დაცვის და სხვა სფეროების მომცველი. ერთი შეხედვით გლობალიზაციის იმანენტური ბუნება სხვა არაფერია, თუ არა ეკონომიკების ერთიანი სოციალური ორიენტაცია. ინდუსტრიული საზოგადოების გადასვლამ პოსტინდუსტრიულში ახალი ბიძგი მისცა მსოფლიო განვითარებას და დააჩქარა გლობალიზაციის პროცესი. ჱყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ მან ეკონომიკას სოციალური ორიენტაცია შესძინა. გგლობალიზაციის პროცესი ხასიათდება მთელი რიგირ ფაქტორებით. მათგან შეიძლება გამოვყოთ ტრანსნაციონალური ქსელების განვითარება, საფინანსო სფეროს სწრაფი გლობალიზაცია, ინფორმაციულ ტექნოლოგიათა განვითარება და მსოფლიო ეკონომიკების ლიბერალიზაცია. რაც ყველაზე მთავარია, მიმდინარეობს ინტეგრაციული რეგიონული ეკონომიკური ბლოკების შექმნა, რომლებიც მსოფლიო მეურნეობის მნიშვნელოვანი სუბიექტები გახდნენ. 

ეკონომიკური გლობალიზაცია

მსოფლიო ეკონომიკური გლობალიზაცია ბოლო წლებში სულ უფრო მასშტაბურ ხასიათს იღებს. მმეცნიერებისა და ტექნოლოგიების წინსვლამ საგრძნობლად შეამცირა კომუნიკაციისა და გადაზიდვების შემაფერხებელი ფაქტორები. დღეისათვის ოკეანეში გადაზიდვების ღირებულება ნახევარია, ვიდრე ეს იყო 1930 წელს. კომპიუტერის ღირებულება შემცირდა 80%-ით, ვიდრე ეს იყო 1990 წელს. მნიშვნელოვნად შემცირდა საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების ღირებულება. სწორედ ეკონომიკური გლობალიზაციის შედეგია გლობალური წარმოება. მაგალითად: “ფორდი მოტორსის” რეკონსტრუქცია. მისი მართვა და კონტროლი აღარ ხორციელდება ერთი ცენტრიდან და განაწილებულია მთელ მსოფლიოში. ეს ცენტრები დაკომპლექსებულია ადგილობრივი კადრებით. ამ ტიპის გლობალური წარმოება შესაძლებელი გახდა ტექნოლოგიური წინსვლის შედეგად. თუ ეკონომიკურ წინსვლას და ეკონომიკურ განვითარებას ვივარაუდებთ, როგორც ეკონომიკური გლობალიზაციის ტექნოლოგიურ მამოძრავებელ ძალას, მაშინ ბაზარზე განხორციელებული რეფორმა მთელ მსოფლიოში უნდა განვიხილოთ, როგორც ამ ტენდენციის ინსტიტუციური მამოძრავებელი ძალა. ბევრმა ქვეყანამ შეამცირა სატარიფო და არასატარიფო ბარიერები, უფრო და უფრო მეტი ქვეყანა სხვა ქვეყნებში ქმნის მიმდინარე ანგარიშებსა და კაპიტალს. ეს ყველაფერი სტიმულს აძლევს ვაჭრობისა და ინვესტიციების განვითარებას.

მულტინაციონალური კორპორაციები გახდა ეკონომიკური გლობალიზაციის მთავარი მატარებელი. ისინი მსოფლიო წარმოების ორგანიზებითა და რესურსების განაწილებით ახდენენ საკუთარი მოგების მაქსიმიზაციას. 1996 წელს მსოფლიოში 44 000 მულტინაციონალური კორპორაცია არსებობდა, რომლებსაც 280 000 შვილობილი კომპანია და ფილიალი ჰქონდათ. 1997 წელს ამერიკის შეერთებული შტატების პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 80%-ს მულტინაციონალური კორპორაციები ფლობდნენ. ტექნოლოგიური გზავნილების 70% მოდიოდა მულტინაციონალურ კორპორაციებს შორის.

გლობალიზაციის ფინანსური სექტორი ეკონომიკური გლობალიზაციის სწრაფად განვითარებადი და ყველაზე გავლენიანი ასპექტია. საერთაშორისო ფინანსები პირველ რიგში ემსახურება საერთაშორისო ვაჭრობას და საინვესტიციო საქმიანობას. თუმცა ეკონომიკური გლობალიზაციის განვითარებასთან ერთად ის უფრო და უფრო დამოუკიდებელი ხდება. საქონლისა და შრომის ბაზართან შედარებით, ფინანსური ბაზარი ერთადერთია, სადაც აქტიურად მიმდინარეობს გლობალიზაციის რეალური პროცესები. 1970 წლიდან ტრანსსასაზღვრო კაპიტალის მოძრაობა უფრო მზარდი გახდა. 1980 წელს ტრანსსასზღვრო ოპერაციების საერთო მოცულობა, აქციები და ობლიგაციები ძირითადად განვითარებულ ქვეყნებში იყო არანაკლებ 10%-ისა, თუმცა ეს ციფრი გაიზარდა და 1995 წელს 100%-ს მიაღწია.

განვითარებული ქვეყნები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ეკონომიკური გლობალიზაციის პროცესში. მათი ეს როლი ამ პროცესში არის ის ფაქტი, რომ სწორედ ისინი განსაზღვრავენ წესებს საერთაშორისო ეკონომიკურ ბირჟებზე. არსებულ წესებს საერთაშორისო ეკონომიკურ საქმიანობაში კარგი ასპექტი აქვს მასობრივი წარმოების სოციალიზებით, ეს წესები განსაზღვრულია განვითარებული ქვეყნების მიერ. განვითარებული ქვეყნები ხელს უწყობენ გლობალიზაციის განვითარებას. ისინი ეკონომიკური გლობალიზაციის ბენეფიციარები არიან. 2010 წლის ნოემბერში შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ჩინეთი გახდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი. ამ ნაბიჯით ჩინეთი, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთო მსოფლიო ვაჭრობაში. აღნიშნული ხელშეკრულება ხაზს უსვამს გლობალიზაციის მასშტაბებს.

ეკონომიკური გლობალიზაცია არის გლობალური ინტეგრაციის გაზრდა არა მარტო ბაზარზე, არამედ ფინანსურ სისტემაში, სავაჭრო, საკომუნიკაციო და ტექნოლოგიურ სისტემაში, კანონებში, რომელიც გზას უვლის ტრადიციულ ეროვნულ, კულტურულ, ეთნიკურ და სოციალურ საზღვრებს. ეკონმიკური გლობალიზაციის წესები შეიქმნა სავაჭრო შეთანხმებების, საერთაშორისო სამართლის და დომინირებული ქვეყნების მიერ. ეს წესები აუმჯობესებს კაპიტალის კონტროლს, ინტელექტუალური საკუთრების უფლებას, საჯარო მომსახურებას და იმ სუსტ კანონებს, რომლებიც იცავს შრომის, ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის წესებს.

ეკონომიკური გლობალიზაცია თანამედროვე ცხოვრების განმსაზღვრელი ფაქტორი გახდა. ეკონომიკური ცხოვრების ინტერნაციონალიზაციის პროცესი საკმაოდ დიდი ხანია მიმდინარეობს, მაგრამ უკანასკნელ წლებში საერთაშორისო ინტეგრაციის კუთხით დაგროვილმა რაოდენობრივმა და თვისებრივმა პოტენციალმა და ამ სფეროში მიმდინარე სწრაფმა ცვლილებებმა მსოფლიო ეკონომიკა ახალ პარადიგმაზე აიყვანა და საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებს ახალი შინაარსი შესძინა. ერთი მხრივ, მსოფლიო არენაზე წარმოიქმნა ახალი ბაზრები, მეორე მხრივ, გლობალურ დონეზე მიმდინარე ინტეგრაციულმა პროცესებმა ცალკეულ ქვეყნებსა და რეგიონულ გაერთიანებებს შორის ადრე არსებული საზღვრები თანდათანობით წაშალა. გლობალიზაციამ შექმნა პირობები საქონლის, მომსახურების, კაპიტალის და ტექნოლოგიების ურთიერთხელსაყრელი გაცვლისთვის. შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო ერთ `დიდ ქალაქად” გადაიქცა, სადაც ყველა ცდილობს მოგების მიღებას. ასეთია ზოგადად გლობალიზაცია და მათ შორის ეკონომიკური ინტეგრაციის ფილოსოფია, რომელიც აიძულებს ქვეყნებს და რეგიონებს, უზრუნველყონ კონკურენტუნარიანი საქონლისა და მომსახურების წარმოება, რათა საკუთარი ადგილი იპოვონ მსოფლიო ეკონომიკურ სივრცეში.

გლობალიზციის მასშტაბების ზრდისა და გაღრმავების პროცესში უაღრესად დიდ როლს ასრულებს ტრანსნაციონალური კომპანიები, რომლებიც ძირითადად ბაზირებული არიან დასავლეთის ინდუსტრიულად განვითარებულ ქვეყნებში. ისინი სწრაფად და დაუბრკოლებლად ახერხებენ სახელმწიფოთა ეროვნული ეკონომიკური საზღვრების გადალახვას და უცხო ყვეყნებში ეკონომიკური გავლენის მოპოვებას. 

 

დასაქმებულთა რაოდენობა

ღირებულება

(მილიონი დოლარი)

  1. Apple

66 000

617 588.49

  1. Alphabet

69 953

531 970

  1. Microsoft

114 000

483 160.28

  1. Berkshire Hathaway

360 000

404 390

  1. Exxon Mobile

73 500

374 280

  1. Amazon

222 400

356 768.42

  1. Facebook

15 724

332 548

  1. Jonson & Jonson

128 000

313 432.46

  1. General Electric

333 000

279 545.92

  1. China Mobile

438 645

246 357.32

მონაცემები აღებულია weforum.org-დან (2017წ)           

მოცემულ ცხრილში კარგად ჩანს ტრანსნაციონალური კომპანიების როლი მსოფლიო ეკონომიკაში, მათი საბაზრო ღირებულებიდან და დასაქმებულთა რაოდენობიდან გამომდინარე. მათი პროდუქტი და მომსახურება იყიდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 10 უდიდესი კომპანიიდა 5 მათგანი ტექნოლოგიურ მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს. ეს ფაქტი მიუთითებს ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე დღევანდელ მსოფლიოში.

ეკონომიკურ გლობალიზაციას ფართო გასაქანი მისცა სოციალისტური სისტემის მსხვრევამ, რომლის დროსაც თითქმის შეუვალი იყო ამ ბანაკში შემავალი ქვეყნების საზღვრები. მეორე მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელმაც ხელი შეუწყო ეკონომიკური გლობალიზაციის დაჩქარების პროცესს, მდგომარეობს იმაში, რომ ბოლო წლებში მსხვილი ტრანსნაციონალური კომპანიები თანდათან თავისუფალი და შეუზღუდავი გახდნენ თავიანთ საქმიანობაში. მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები, ბანკები, სადაზღვევო კომპანიები და სხვა სახის ბიზნესსტრუქტურები, იმდენად ძლიერი და დამოუკიდებლები გახდნენ, რომ მათ შეუძლიათ დიდი როლი ითამაშონ გლობალური პროცესების მართვაში.

გლობალიზაცია _ ეს არის პროცესი, რომელსაც უამრავი მომხრე და მოწინააღმდეგე ჰყავს. მომხრეები ამტკიცებენ, რომ გლობალიზაციას მთელი მსოფლიო ეკონომიკისთვის სარგებლის მიცემის უზარმაზარი პოტენციალი აქვს. ვაჭრობაზე შეზღუდვების მოხსნამ და კონკურენციის გამძაფრებამ ცალკეული ქვეყნები და კომპანიები იძულებული გახადა გლობალურად ეაზროვნათ, გლობალურად დაეგეგმათ და გლობალურად ემოქმედათ. ახალი ტექნოლოგიები, რომლებიც გლობალიზაციის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს, მეტად სწრაფად ვრცელდება და ქვეყნები, რომლებიც ამ ტექნოლოგიების გამოყენებით აწარმოებენ საქონელს და მომსახურებას, ბაზარზე არსებულ კონკურენციაში იმარჯვებენ და ლიდერებიც ხდებიან. გლობალიზაცია _ ეს არის პროცესი, რომელშიც ნებისმიერი ქვეყანა უნდა ჩაერთოს მსოფლიო საზოგადოების კეთილდღეობისთვის. გლობალიზაციის დადებითი მხარეები უდავოდ ძალიან ბევრია. მათ შორის ძირითადია: სპეციალიზაციის გაღრმავება და შრომის საერთაშორისო დანაწილება, მასშტაბის ეკონომია, თავისუფალი ვაჭრობის ურთიერთსარგებელი, კონკურენციის გაძლიერებით ახალი ტექნოლოგიების განვიათარების წახალისება, შრომის მწარმოებლურობის ამაღლების ხელშეწყობა, ფინანსური რესურსების მობილიზება, საერთო საკაცობრიო პრობლემების გადაწყვეტა.

გლობალიზაციას უარყოფითი მხარეებიც აქვს. მათ შორის მნიშვნელოვანია: ქვეყნებს შორის შემოსავლების არათანაბარი განაწილება, ეკონომიკის რეგულირებაში სახელმწიფოს როლის შემცირება, სოციალური დაძაბულობის ზრდა, სახელმწიფოს როლის შემცირება სოციალურ სფეროში, დასავლური ღირებულებების თავსმოხვევა და ეროვნული ტრადიციების უგულებელყოფა. ერთი რომელიმე მსხვილი ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური კრიზისის გავრცელება მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.

მიუხედავად ზემოაღნიშული უარყოფითი მხარეებისა, გლობალიზაციის პროცესზე გვერდის ავლა ფაქტობრივად შეუძლებელია, იგი უალტერნატივოა, რის გამოც მისგან თავის არიდება ნიშნავს ქვეყნის იზოლაციაში ყოფნას. გლობალიზაცია უნდა შეფასდეს, როგორც კანონზომიერი პროცესი, რომელიც ეხმარება ყველა ქვეყანას წინსვლაში.

ამრიგად, გლობალიზაცია კარგიც არის და ცუდიც. ბუნებრივია, ქვეყანას უნდა შეეძლოს კარგის გამორჩევა და ცუდის თავიდან აცილება. გლობალიზაცია იძლევა ცოდნისა და სამცნიერო-ტექნიკური პროგრესის უახლესი მიღწევების სწრაფი გავრცელების შესაძლებლობას, ეკოლოგიური კირიზისების დაძლევას. გლობალიზაცია იწვევს სახელმწიფოთა ეკონომიკური სისტემების გახსნილობას, ნებისმიერ ბაზარზე მონაწილეობის შესაძლებლობას, საფინანსო ოპერაციების და წესების უნივერსალიზაციას. რეალურად მსოფლიო იძენს ახალ სტანდარტებს. 

დასკვნა

დღეს მთავარი ამოცანაა, საერთაშორისო ბაზარზე დინამიზმის შენარჩუნებით ხელი შეეწყოს ეკონომიკური გლობალიზაციის სამართლიანობას, თავისუფლების და პასუხისმგებლობის ამაღლებას. გლობალიზაციის პროცესში ქვეყნების მთავარი ამოცანაა, უკეთესად გაიგონ ეკინომიკური გლობალიზაციის სირთულეები, სწრაფად ჩაერთონ გლობალიზაციის პროცესში და სხვადასხვა ქვეყნებთან ურთიერთქმედებით დააჩქარონ განვითარების ტემპი, რითაც საბოლოო ჯამში გააუმჯობესებენ მოსახლეობის კეთილდღეობას. ღრმა გლობალური ცნობიერება ავსებს ჩვენს ინდივიდუალურ და საზოგადოებრივ სულიერებას. გლობალიზაცია ნიშნავს დედამიწაზე არსებული რესურსების გადანაწილებას მთელი მსოფლიოს მოსახლეობისთვის და არა ერთ კონკრეტულ ერზე. ურთიერთვაჭრობა ყველასთვის მომგებიანია. 

გამოყენებული ლიტერატურა

1. თ. შენგელია, გლობალური ბიზნესი. თბილისი, 2010.

2. ი. მესხია, საერთაშორისო ვაჭრობა. თბილისი, 2011.

3. ნ. ჭითანავა, გლობალიზაცია და საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრობლემები.

4. რ. გოგოხია, შერეული ეკონომიკური სისტემა: არსი, მოდელები, განვითარების ტენდენციები. თბილისი, 2004.

5. François Chesnais, Grazia Ietto-Gillies, Roberto Simonetti, European Integration and Global Corporate Strategies, Publishing House “Routledge”, 2000.

6. John H. Dunning, Sarianna M. Lundan, Multinational Enterprises and the Global Economy, Edward Elgar Publishing, Publishing House “Routledge”, 2008.principes of economic – N. Gregory Mankiw – 8th edition -2015.

7. https://www.weforum.org/agenda/2017/01/worlds-biggest-corporate-giants/